უნგრეთის პრემიერი კიევში ჩავა

02.07.24 09:55
უნგრეთის პრემიერი კიევში ჩავა

უნგრეთის პრემიერი კიევში ჩავა. ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით „The Guardian“-ი ავრცელებს. ეს ომში მყოფ ქვეყნაში ვიქტორ ორბანის პირველი ვიზიტი იქნება მას შემდეგ, რაც უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

ჯერ უცნობია შეხვდება თუ არა პრორუსული განწყობებით ცნობილ უნგრეთის პრემიერს ვოლოდომირ ზელენსკი.