პალესტინელებმა ისრაელის მიმართულებით 20-მდე რაკეტა გაუშვეს - ოფიციალური თელავივი საპასუხო დარტყმებს აანონსებს

ღაზას სექტორს ხალხი ტოვებს. მოსახლეობის ევაკუაცია ქალაქ ხან იუნისიდან ოფიციალური თელავივის გაფრთხილების შედმეგ დაიწყო. ისრაელის არმიამ ევაკუაციის შესახებ ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც მისი ტერიტორიისკენ 20-მდე რაკეტა გაუშვეს.
სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. პასუხისმგებლობა კი აფეთქებებზე პალესტინურმა „ისლამურმა ჯიჰადმა“ აიღო და თქვეს, რომ იერიში ისრაელის დანაშაულების საპასუხოდ განახორციელეს.