ხარკოვის ოლქში ოკუპანტებმა ხორბლის ყანა დაბომბეს - ადგილზე ხანძარი გაჩნდა

02.07.24 10:16
ხარკოვის ოლქში ოკუპანტებმა ხორბლის ყანა დაბომბეს - ადგილზე ხანძარი გაჩნდა

ხარკოვის ოლქში, ზოლოჩივის თემის სოფელ კარასევკაში რუსებმა ხობლის ყანა დაბომბეს. იერიშების შედეგად ხანძარი გაჩნდა. 

მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება სწრაფად მოახდინეს, რათა ყანა სრულად არ განადგურებულიყო.