Politico: ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად კრემლთან "გარიგების" ვარიანტს განიხილავს
ტრამპი განიხილავს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ნატო აიღებს ვალდებულებას, არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განსაკუთრებით უკრაინასა და საქართველოში, და აწარმოებს მოლაპარაკებებს პუტინთან იმაზე, თუ "რამდენი უკრაინის ტერიტორიის შენარჩუნება შეუძლია მოსკოვს. ამის შესახებ Politico წერს.
ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ ჩინოვნიკებთან და თავდაცვის ექსპერტებთან ინტერვიუების მიხედვით, რომლებიც, სავარაუდოდ, ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში მასთან იმუშავებენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპი დაუყოვნებლივ დატოვებს ნატოს. მაგრამ მაშინაც კი, თუ ის ოფიციალურად არ დატოვებს ორგანიზაციას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატოში ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში ყველაფერი უცვლელად ადრჩება, - წერს გავლენიანი გამოცემა.
როგორც Politico წერს, ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი ექსპერტის ცნობით, დონალდ ტრამპი „ასეთი იდეებისთვის ღიაა“, მაგრამ მაგიდაზე სხვა ვარიანტებიც დევს, მათ შორის ის, რომ აშშ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების მიწოდებას გააგრძელებს.