პუტინი ყაზახეთში ჩავიდა - რუსეთის პრეზიდენტი სი ძინპინსა და ერდოღანს შეხვდება
რუსეთის პრეზიდენტი ყაზახეთში ჩავიდა - ვლადიმერ პუტინი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
სამიტის მონაწილეები გეგმავენ ხელი მოაწერონ 24 ერთობლივ დოკუმენტს და მიიღონ საბოლოო დეკლარაცია. ღონისძიება 3-4 ივლისს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ასევე ჩინეთის პრეზიდენტიც მიიღებს.
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, პუტინი უკვე შეხვდა მონღოლეთის პრეზიდენტს და მოლაპარაკებებზე ერთ-ერთ საკითხად ენერგეტიკის სექტორში გაფართოებული თანამშრომლობის განხილვა დააყენა.
გამოცემის ინფორმაციით, პუტინი ასევე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, რომელთანაც ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხი განიხილა.
პუტინის პრესმდივნის, პესკოვის თქმით, თურქ კოლეგებთან მოლაპარაკებებზე საუბრის მთავარი თემა სირიასა და უკრაინაში არსებული ვითარებაც იქნება.
"დიახ, ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩინეთთან ყველა სფეროში, მათ შორის სენსიტიურ სფეროში", - თქვა მან.