სამიტზე უკრაინას NATO-ში გაწევრიანების კონკრეტულ გზებს შესთავაზებენ - დუგლას ჯონსი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დუგლას ჯონსის ცნობით, მომავალ კვირას NATO-ს სამიტის დროს უკრაინას კონკრეტულ გზებსა და ნაბიჯებს შესთავაზებენ, რაც ომში ჩართული ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას დააჩქარებს.
დუგლას ჯონსი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ საბოლოო დეკლარაცია უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, სავარაუდოდ, დაადასტურებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით შეუთანხმებელია, თუ რა ფორმით და რა ფორმულირებით გახდება უკრაინა გაერთიანების წევრი ქვეყანა.
ამასთანავე, ჯონსი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითაც საუბრობს და აცხადებს, რომ ალიანსი რუსული აგრესიისგან უკრაინის დაცვის სხვადასხვა გზებს განიხილავს.
ცნობისთვის, ვაშინგტონში სამიტზე 35 პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები არიან მიწვეულები, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან.