მოსკოვი ლანდსბერგისის წინააღმდეგ - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე გამოსვლის გამო აკრიტიკებენ

ოფიციალური მოსკოვი გაბრიელიუს ლანდსბერგისის წინააღმდეგ - სერგეი ლავროვის უწყება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს თბილისში გამართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე გამოსვლის გამო აკრიტიკებს.
რუსეთში ფიქრობენ, რომ ევროპელი დიპლომატების სცენაზე გამოჩენა ხელისუფლების შეცვლის მხარდაჭერას ემსახურებოდა. პუტინის რეჟიმი დღეს ამბობს, რომ ბალტიის ქვეყნები რუსოფობიური განცხადებებით არიან დაკავებული და ყოფილ საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებში რუსეთის საწინააღმდეგო კამპანია აქვთ გაჩაღებული.
ასეთი ნაბიჯები მიუთითებს ვილნიუსის, რიგისა და ტალინის მუდმივ სურვილზე, აქტიურად წაახალისონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რუსეთის წინააღმდეგ. ბალტიისპირეთის მიერ შემოთავაზებული ექსპერტიზის ხარისხი და ჭეშმარიტი მიზნების შესახებ შეიძლება, ვიმსჯელოთ იმ როლით, რომელიც მათ ითამაშეს 2013 წლის მაიდანზე განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებში, რამაც გამოიწვია სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, ტალინი, რიგა და ვილნიუსი უკიდურესად დესტრუქციულ როლს თამაშობენ. ამერიკელი ვიქტორია ნულანდის კიევში ვოიაჟის მაგალითზე. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი პირადად შეუერთდა საპროტესტო მარშს, რითაც ფაქტობრივად, ხელისუფლების შეცვლისკენ და რევოლუციისკენ მოუწოდა. ვიმედოვნებ, რომ ეს კარგი გაკვეთილი იქნება ერევნისთვის, რადგან გაკვეთილები უნდა ისწავლო არა მარტო საკუთარ შეცდომებზე, არამედ სხვებისაც", - ამბობს ოფიცაილური მოსკოვის წარმომადგენელი.