თეთრი სახლი: ბაიდენი არ აპირებს არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურის მოხსნას
თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის თქმით, ჯო ბაიდენი არ აპირებს საკუთარი კანდიდატურის მოხსნას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
6 ივლისს გავრცელდა NYT-ის ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის მოხსნას განიხილავს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 2024 წლის ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას და საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს - ამის შესახებ ინფორმაციას "Reuters" ავრცელებს.