რუსეთის ხელისუფლება რეგიონებში დრონებით თავდასხმებს და ხანძრებს უჩივის

05.07.24 10:40
რუსეთის ხელისუფლება რეგიონებში დრონებით თავდასხმებს და ხანძრებს უჩივის

 

 

რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ტერიტორიისა და როსტოვის ოლქის გუბერნატორები დრონებით თავდასხმების შესახებ აცხადებენ. მათი მტკიცებით, იერიშების შედეგად განჩდა ხანძრები და არიან დაშავებულებიც. 

კრასნოდარის გუბერნატორის კონდრატიევის თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ,   პრიმორსკო-ახტარსკში რამდენიმე საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

მან ასევე განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამსართულიანი კორპუსი. გარდა ამისა, შეფერხებულია ელექტრო ქვესადგურის მუშაობა, რომელიც ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს ამარაგებს.

როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი კი ამტკიცებს, რომ როსტოვის ოლქის ცაზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა 10 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. 

ოპერატიული სამორიგეო სამსახურის თანახმად, საჰაერო თავდასხმისა და უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად,  ხანძარი დაფიქსირდა დონის მარცხენა სანაპიროზე და აზოვის რეგიონში, - განაცხადა გოლუბევმა. 

მსგავსი სიახლეები