რის სანაცვლოდ დათანხმდება პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას - რუსეთის პრეზიდენტი ორბანს კრემლში მასპინძლობს

რუსეთის პრეზიდენტი უნგრეთის პრემიერს კრემლში მასპინძლობს. მოლაპარაკებებში ორი ქვეყნის მეთაურ შორის ამ წუთებში მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
ცნობილია, რომ ვლადიმერ პუტინი ორბანს უკრაინასთან სამშვიდობო ინიციატივის ნიუანსებს გააცნობს.
თქვენ ალბათ იცით ჩემი გამოსვლის შესახებ მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, რომელშიც ჩამოვაყალიბე პოზიცია შესაძლო მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე. მე მზად ვარ, ნიუანსებზე გესაუბროთ. იმედი მაქვს, რომ აღნიშნულთან აკავშირებით თქვენს პოზიციას გაგვაცნობთ და ასევე გაგვაცნობთ ევროპელი პარტნიორების პოზიციას, - უთხრა პუტინმა ორბანს.
ოკუპანქტი ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორბანი მოსკოვში ჩავიდა, მათ შორის, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი.
ცნობილია ასევე, რომ პუტინი და ორბანი თანხმდებიან, რომ უნგრეთი მალე გახდება ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელიც ყველასთან საუბარს შეძლებს.
ეს ჩვენი მე-11 შეხვედრაა, რომელიც ატარებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. როგორც თქვენ იცით, 1 ივლისიდან უნგრეთი როტაციის საფუძველზე ევროკავსირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდას. ჩვენი ბოლო შეხვერა იყო ომამდე, 2022 წლის თებერვალში. ეს არის ის, რაც განასხვავებს ამ ბოლო ორ შეხვედერას. მადლობელი ვარ, რომ ასეთ რთულ ვითარებაში დამთანხმდით შეხვედრაზე. ძალიან ცოტა ქვეყანაა ახლა ევროკავშირში, რომლებსაც შეუძლიათ ჯონფლიქტის ორივე მხარესთან ლაპარაკი. მე მინდა, ეს შანსი გამოვიყენე და განვიხილო თქვენთან რიგი საკითხები. მე მინდა გავიგო თქვენი პოზიცია ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში, - თქვა ორბანმა შეხვედრაზე.
პუტინთან სამშვიდობო მოლპარაკებების ინიციატორი ვიქტორ ორბანი იყო. მოსკოვში ვიზიტამდე უნგრეთის პრემიერი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს სამშვიდობო მოლაპარაკებები და ცეხლის შეწყვეტა შესთავაზა, თუმცა ზელენსკიმ მას გარკვევით უთხრა, რომ უკრაინა ომს მხოლოდ საკუთარი პირობებით დაასრულებს, რაც გულისხმობს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია უნდა დაუბრუნდეს უკრაინას.