პრინციპი „არავითარი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე“, ურყევი რჩება - უკრაინის საგარეო უწყება

05.07.24 18:13
პრინციპი „არავითარი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე“, ურყევი რჩება - უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში აღინიშნა, რომ ვიზიტი უკრაინასთან შეთანხმებისა და კოორდინაციის გარეშე განხორციელდა.

„ჩვენი სახელმწიფოსთვის პრინციპი „არავითარი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე“, ურყევი რჩება და მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, მკაცრად დაიცვას იგი“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.