რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაღუპულია ერთი ადამიანი

05.07.24 22:24
რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაღუპულია ერთი ადამიანი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე პროკუდინის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაშავებულ 32 წლის ქალს ფეხის მოტეხილობა და ბარძაყის ჭრილობა აღენიშნება.

ნაშუადღევს, რუსეთის არმიამ, დაბომბა ბერისლავის რაიონი, რომელსაც ქალბატონი ემსხვერპლა. მას მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა და საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახსა და მეგობრებს", - დაწერა ალექსეი პროკუდინმა Telegram-ში.

მსგავსი სიახლეები