რუსმა საოკუპაციო ძალებმა იერიში სუმის ოლქზე მიიტანეს - დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა
რუსმა საოკუპაციო ძალებმა იერიში სუმის ოლქზე მიიტანეს - თავდასხმის შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რამაც რეგიონის რამდენიმე დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობენ და ზარალის ხარისხს იკვლევენ.
უკრაინის უმსხვილესმა კერძო ენერგო პროვაიდერმა DTEK-მა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად გამოწვეული ენერგომომარაგების შემცირების გამო, უკრაინელებს მომავალ ზამთარს ელექტროენერგია მხოლოდ 6-7 საათის განმავლობაში ექნებათ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ შეძლებენ დაზიანებული სადგურების აღდგენას, ელექტროენერგია შეიძლება, ზოგიერთს დღე-ღამეში 20 საათითაც შეუწყდეს.