გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 27 "შაჰიდიდან" 24 ჩამოვაგდეთ - უკრაინის საჰაერო ძალები

06.07.24 10:00
გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 27 "შაჰიდიდან" 24 ჩამოვაგდეთ - უკრაინის საჰაერო ძალები

გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 27 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან უკრაინის საჰაერო ძალებმა 24 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს - თავდასხმის მოგერიებაში ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები და მობილური სახანძრო ჯგუფები იყვნენ აქტიურად ჩართულები. 

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დრონები დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ზაპორიჟიეს, ხერსონის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ჩერნიგოვის, ვინიცის, კიევის, კიროვოგრადისა და მიკოლაევის რეგიონებში ჩამოაგდეს.