რუსეთში, ქრთამის აღების ბრალდებით, სამხედრო კომისარი დააკავეს

რუსეთში, ქრთამის აღების ბრალდებით, მოსკოვის პრეობრაჟენსკოიეს რაიონის სამხედრო კომისარი, პოლკოვნიკი სერგეი ტრიგილევი და მისი ხელქვეითი დააკავეს.
რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში ორი თვით რჩებიან.
საქმეზე გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა, ბ" პუნქტით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით ემუქრებათ.
გავრცელებული ცნობებით ირკვევა, რომ სამხედრო კომისრები 8-10 ათას ევრო იღებდნენ იმისთვის, რომ მოქალაქეები ჯარში არ გაეწვიათ.