სომხეთში ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩატარდება

06.07.24 13:33
სომხეთში ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩატარდება

სომხეთში ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩატარდება - ამის შესახებ ინფორმაციას მედია სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.  

მედიის ცნობით, სწავლება Eagle Partner 2024 სომეხი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით სომხეთში 15-24 ივლისს გაიმართება. თავდაცვის უწყების ცნობით, წვრთნები კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთობების სტაბილიზაციის მიზნით, სამშვიდობო ამოცანების შესრულებასაც ითვალისწინებს.

საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მოსამზადებლად, სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები Eagle Partner 2024, სომხეთში 15-დან 24 ივლისამდე გაიმართება. წვრთნებში მონაწილეობას სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადის სამხედრო პერსონალი, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ჯარები და კანზასის ეროვნული გვარდია მიიღებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები