უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევი რჩება - დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი

დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ისიც თქვა, რომ ზელენსკისთან შეხვედრას მოუთმენლად ელის.
რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლა ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება", - განაცხადა კირ სტარმერმა.