უნგრეთმა ბერბოკს ბუდაპეშტში დაგეგმილი ვიზიტი გაუუქმა - რა გახდა მიზეზი?

06.07.24 14:45
უნგრეთმა ბერბოკს ბუდაპეშტში დაგეგმილი ვიზიტი გაუუქმა - რა გახდა მიზეზი?

უნგრეთმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს ბუდაპეშტში დაგეგმილი ვიზიტი მას შემდეგ გაუუქმა, რაც გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უნგრეთის პრემიერისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გააკრიტიკა. 

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბერბოკი ბუდაპეშტში 8 ივლისს უნდა ჩასულიყო, თუმცა მოგზაურობა გადაიდო.

ორბანმა მოსკოვი ხელცარიელი დატოვა. პუტინის კეთილგანწყობამ უნგრეთის პრემიერს შედეგი ვერ მოუტანა. პუტინი ომის დასრულებას მხოლოდ ოკუპირებული რეგიონების საბოლოო დაკანონებით თანხმდება. მშვიდობის სანაცვლოდ რუსი დიქტატორი დონეცკიდან, ლუგანსკიდან და ხერსონიდან უკრაინული ჯარების გაყვანას ითხოვს. ამას ომში მყოფი უკრაინა არასდროს დათანხმდება. კაპიტულაციით მშვიდობა არ იქნება - ეს არის კიევის პოზიცია. 

არავითარი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე - მოსკოვში ჩასულ ვიქტორ ორბანს ოფიციალური კიევის ამ განცხადებასთან ერთად დღეს ევროკავშირის უმწვავესი გზავნილებიც დაეწია. მას არა აქვს უფლება ევროკავშირის სახელით სისხლიან დიქტატორს ესაუბროს. ევროგაერთიანების ლიდერები ერთი მეორეს მიყოლებით ემიჯნებოდნენ უნგრეთის ლიდერს, რომელმაც ბრუსელის თანხმობის გარეშე მშვიდობის ემისრის როლის თამაში გადაწყვიტა. 

მსგავსი სიახლეები