რუსებმა უკრაინის 12 რეგიონი დაბომბეს - დონეცკზე მიტანილი იერიშის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა
რუსმა საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში უკრაინის 12 რეგიონზე მიიტანეს - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, დონეცკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა.
უწყების ცნობით, დაბომბვის შედეგად 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.
6 ივლისის ღამეს მტერმა იერიში განახორციელა შაჰედის ტიპის 27 დრონით, საიდანაც 24-ის განადგურება შევძელით", - აცხადებს უკრაინის საჰაერო თავდაცვა.