NATO-ს სამიტზე ბულგარეთი უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებების დაწყებას შესთავაზებს

ვაშინგტონში, NATO-ს სამიტზე ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დიმიტარ გლავჩევი რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებების დაწყებას შესთავაზებს.
დიმიტარ გლავჩევს სურს, რომ სახელმწიფოს შორის შუამავალი ბულგარეთი იყოს, თუმცა მისი განცხადებით, გაურკვეველია იქნება თუ არა ქვეყანა შუამავლად აღიარებული.
ამაზე [მოლაპარაკებებზე] უკეთესი რა შეიძლება იყოს? და ამას მე შემოგთავაზებთ, პრობლემა არ არის... მე წარვადგენ კარგ შეთავაზებას, მაგრამ ის მოითხოვს შეთანხმებას, რომ ჩვენ შუამავლებად ვიყოთ აღიარებული. აუცილებელია ხაზი გავუსვა, რომ ეს სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა შეესაბამებოდეს გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართალს. ეს არის პირობები, რომლებიც, ჩემი აზრით, შეუსაბამოა," - განაცხადა გლავჩევმა.