პუტინმა მასუდ პეზეშკიანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

06.07.24 16:29
პუტინმა მასუდ პეზეშკიანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

ვლადიმერ პუტინმა მასუდ პეზეშკიანს ირანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა - კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პუტინმა თეირანთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა.

იმედი მაქვს, რომ თქვენი, როგორც პრეზიდენტის საქმიანობა ჩვენი მეგობარი ხალხების საკეთილდღეოდ, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ხელს შეუწყობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა - არჩევნებში 30 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მონაწილებდა, საიდანაც ხმების 53%-ზე მეტი მან მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნებში ფეზეშქიანის კონკურენტი მკაცრი ხაზის ყოფილი მიმდევარი, საიდ ჯალილი იყო.

მსგავსი სიახლეები