ნიდერლანდების ხელისუფლებაში მყოფი ულტრამემარჯვენე პარტია ევროპარლამენტში ორბანის ალიანსს შეუერთდება

ნიდერლანდების ხელისუფლებაში მყოფი ულტრამემარჯვენე პარტია ევროპარლამენტში ვიქტორ ორბანის ალიანსს შეუერთდება.
"თავისუფლების პარტიის" ლიდერის, ხეერტ ვილდერსის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ევროპარლამენტში ძალების გაერთიანების სურვილს ეფუძნება.
ჩვენ „თავისუფლების პარტიის“ პატრიოტები ვართ, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ძლიერი და სუვერენული. ჩვენ არალეგალურ იმიგრაციას ვეწინააღმდეგებით. მშვიდობასა და თავისუფლებას ვიცავთ. ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ. ჩვენს იუდეო-ქრისტიანულ მემკვიდრეობასა და ჩვენს ოჯახებს ვიცავთ“, - განაცხადა ხეერტ ვილდერსმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ავსტრიის ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიის" ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ჯგუფი, სახელწოდებით "პატრიოტები ევროპისთვის" შექმნეს.