თურქეთმა უკრაინას ომის დასასრულებლად "მშვიდობის პლატფორმის" შექმნა შესთავაზა

06.07.24 17:21
თურქეთმა უკრაინას ომის დასასრულებლად "მშვიდობის პლატფორმის" შექმნა შესთავაზა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა უკრაინას ომის დასასრულებლად "მშვიდობის პლატფორმის" შექმნა შესთავაზა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად ძალისხმევა "უფრო დიდ ფართობზე უნდა გავრცელდეს".

უნდა შეიქმნას სამშვიდობო პლატფორმა, რომელიც ხელს შეუშლის პოლარიზაციის გაღრმავებას, ექნება მაღალი ჩართულობა და წარმომადგენლობა და პრიორიტეტს დიპლომატიას მიანიჭებს," - განაცხადა ფიდანმა. 

მსგავსი სიახლეები