ღამით რუსებმა პავლოგრადს დაარტყეს - არიან დაშავებულები, დაზიანდა სამაშველო ტექნიკაც

07.07.24 09:02
ღამით რუსებმა პავლოგრადს დაარტყეს - არიან დაშავებულები, დაზიანდა სამაშველო ტექნიკაც

ღამით რუსებმა პავლოგრადზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, ნამსხვრევებმა 4 კერძო სახლი დააზიანა. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმღვანელი ავრცელებს.

საჰაერო თავდაცვის სისტემებამა ღამით რეგიონში 1 რაკეტა და სადაზვერვო დრონი გაანაგურეს. მაგრამ ნიკოპოლის რაიონში არის მსხვერპლი, საღამოს და დილის დაბომბვის დროს დაშავდა სამი ქალი 38, 65 და 71 წლის, - აცხადებს სერგეი ლისაკი. 

ლისაკმა აღნიშნა, რომ რუსებმა ნიკოპოლს მძიმე არტილერიით და კამიკაძე დრონებით დაარტყეს. ასევე გამოიყენეს MLRS.

ქალაქში 3 საწარმო, კოლეჯი, საბავშვო ბაღი და ავტოფარეხის კოოპერატივი დაზიანდა. დაზიანდა 10 კერძო სახლი, 3 მინაშენი და გაზსადენი. განდგურებულია ავტომობილებიც.

დაზიანდა მაშველების ტექნიკაც. ისინი ერთ-ერთი დარტყმის შემდეგ ხანძარს აქრობდნენ, როცა რუსებმა ხელმეორე დარტყმა განახორციელეს. მაშველებმა თავშესაფარში შესვლა მოასწრეს", - აღნიშნა ლისაკმა. 

 

მსგავსი სიახლეები