პუტინთან შეხვედრის შემდეგ ორბანი კიდევ რამდენიმე მოულოდნელ ვიზიტს აანონსებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მომავალ კვირას კიდევ რამდენიმე მოულოდნელ ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ მან Die Weltwoche-ს კორესპონდენტს პუტინთან შეხვედრის შემდეგ უთხრა.
"მომავალ კვირას გავმართავ რამდენიმე შეხვედრას, რომელიც იქნება ისეთივე მოულოდნელი. როცა ჩავალ ყველას გაუკვირდება, რომ მე ჯერ კიდევ იქ ვარ", - თქვა უნგრეთის პრემიერმა.
მან ასევე უპასუხა კრიტიკას, რომელიც პუტინთან მის მეგობრულ ურთიერთობებს უკავშირდება.
დიახ, მე მაკრიტიკებენ, რომ პუტინის მეგობარი ვარ, მაგრამ ერთი წამით, მე უნგრელების მეგობარი ვარ. მე მსოფლიოს მეგობარი ვარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პუტინთან მოლაპარაკებების მიზეზი არის ის, რომ ვეძებ უმოკლეს და სწრაფ გზას ამ ომის შესაჩერებლად და მშვიდობის მისაღწევად, - აღნიშნა მან.