ორბანი ცდილობს, დასავლეთის ყურადღება უკრაინის მხარდაჭერიდან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადაიტანოს - ISW

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინაში ომის დასასრულებლად პოტენციურ შუამავლად პოზიციონირებას განაგრძობს. ეს კი იმ ფონზე, როცა მრუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უარს ამბობს შუამავლობაზე ან სერიოზულ მოლაპარაკებებზე.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის მოხსენების თანახმად, ორბანი, სავარაუდოდ, ცდილობს, დასავლეთის ყურადღება შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადაიტანოს, რათა შეარყიოს ევროპული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
ორბანის ძალისხმევა მოლაპარაკებების წინსვლისკენ, სავარაუდოდ, მისი მცდელობის ნაწილია, გადაიტანოს ევროპის ყურადღება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და მოშორდეს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის დისკუსიას. ორბანი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა და ძირს უთხრიდა ევროკავშირის ძალისხმევას, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაეწია. ახლა კი, როცა უნგრეთი ვროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდა, ორბანი ამ ფართო მიზანს უფრო აქტიურად ემსახურება, - წერენ ISW-ის ანალიტიკოსები.