ნეპალში ძლიერ წვიმას და მეწყერს ბოლო ორ დღეში 11 ადამიანი ემსხვერპლა

07.07.24 09:55
ნეპალში ძლიერ წვიმას და მეწყერს ბოლო ორ დღეში 11 ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალში ძლიერ წვიმას და მეწყერს ბოლო ორ დღეში, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულად ითვლება 8 ადამიანი, კიდევ 12 კი მკურნალობას კლინიკებში გადის. ოფიციალური პირების ინფრომაციით, გადაიკეტა გზები და მაგისტრალები. ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

პოლიციის სპიკერის დენ ბაჰადურ კარკისის ცნობით, მაშველები გზების მეწყრისგან გაწმენდას ცდილობენ. 

მეწყრების, წყალდიდობისა და ელვის დარტყმის შედეგად ივნისის შუა რიცხვებიდან მთელ ნეპალში სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა. ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება მეწყრებისა და წყალდიდობის შედეგად, რომლებიც ხშირია ძირითადად მთიან ნეპალში მუსონების სეზონზე, რომელიც ჩვეულებრივ  ივნისის შუა რიცხვებიდან იწყება და  სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

მსგავსი სიახლეები