ჯო ბაიდენი - მე ვარ ის, ვინც ვლადიმერ პუტინი შეაჩერა

07.07.24 15:56
ჯო ბაიდენი - მე ვარ ის, ვინც ვლადიმერ პუტინი შეაჩერა

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მას დონალდ ტრამპის დამარცხება შეუძლია, რადგან ის არის ლიდერი, ვინც  ვლადიმერ პუტინი შეაჩერა. ამერიკისს პრეზიდენტი საკუთარ მიღწევად ასახელებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გაერთიანებასაც, ასევე ევროპული ქვეყნების დარაზმვას ომში მყოფი უკრაინის დასახმარებლად.

მე ვარ ის, ვინც ნატო გააერთიანა. არავის ეგონა, რომ მის გაფართოებას შევძლებდი. მე ვარ ის, ვინც პუტინი შეაჩერა. არავის ეგონა, რომ ეს მოხდებოდა. მე ვარ ის, ვინც გააერთიანა სამხრეთ წყნარი ოკეანის ინიციატივა AUKUS-ით. მე ვარ ის, ვინც გააერთიანა 50 ერი - არა მხოლოდ ევროპაში, ევროპის გარეთაც - უკრაინის დასახმარებლად. არა მგონია, ვინმე იყოს ჩემზე მეტად კვალიფიციური პრეზიდენტობისთვის ან ამ რბოლის მოსაგებად“, - აღნიშნა ბაიდენმა  ABC-სთან ინტერვიუში.