ეგზტიპოლის შოკისმომგვრელი შედეგი: მარინ ლე პენის პარტია გამარჯვების ნაცვლად მესამე ადგილზე გავიდა

07.07.24 22:33
ეგზტიპოლის შოკისმომგვრელი შედეგი: მარინ ლე პენის პარტია გამარჯვების ნაცვლად მესამე ადგილზე გავიდა

ეგზტიპოლის შოკისმომგვრელი შედეგი: მარინ ლე პენის პარტია გამარჯვების ნაცვლად მესამე ადგილზე გავიდა. ამის შესახებ "ევრონიუსი" წერს. 

მემარცხენე ალიანსი - ახალი სახალხო ფრონტი საფრანგეთის საკანონმდებლო არჩევნებში ლიდერობდა, მაგრამ ეგზიტპოლის მიხედვით, ეროვნული ასამბლეის გასაკონტროლებლად საჭირო დეპუტატების უმრავლესობა ვერ მოიპოვა.

Ipsos-ის პროგნოზები წარუმატებელი აღმოჩნდა ულტრამემარჯვენე ნაციონალური პარტიისთვის. პარტიის იმედი, რომ ხმათა უმრავლესობას მოიპოვებდა, ტაქტიკური კენჭისყრით და სტრატეგიულად გასული კანდიდატებით დაიმსხვრა.


 

ახალი სახალხო ფრონტი (NFP), ნაჩქარევად ჩამოყალიბებული კოალიცია, რომელიც სოციალისტებისგან, კომუნისტებისგან, მწვანეებისა და მემარცხენეებისგან შედგება, პალატის 577 ადგილიდან 172-დან 192-მდე დაიკავებს.  

მას მოსდევს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ანსამბლის კოალიცია, რომელიც Ipsos-ის პროგნოზით, მიიღებს 150-170 მანდატს, რაც მნიშვნელოვანი ვარდნაა იმ 245-დან, რომელიც მან მოიპოვა 2022 წლის ბოლო არჩევნებში.

მიუხედავად იმისა, რომ 30 ივნისს ჩატარებულ პირველ ტურში მარინ ლე პენის RN-ის ეროვნული პარტია  ლიდერობდა,  სავარაუდოდ, მესამე ადგილზე გავიდა 132-152 მანდატით, რაც, დადასტურების შემთხვევაში პრემიერ მინისტრად ჯორდან ბანდელას დანიშვნას გამორიცხავს. 

 

მსგავსი სიახლეები