ვიქტორ ორბანი პეკინში ჩავიდა
დაანონსებული მოულოდნელი შეხვედრები გრძელდება - ვიქტორ ორბანი პეკინში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის პლატფორმა X-ზე ავრცელებს. "სამშიდობო მისია 3.0" - დაწერა მან სოციალურ ქსელში და პეკინში ჩასვლის ფოტო გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ორბანის პეკინში ვიზიტს წინ მისი ვიზიტები კიევსა და მოსკოვში უსწრებდა.