საფრანგეთში მემარცხენეებმა გაიმარჯვეს, ულტრამემრაჯვენეები მესამე ადგილზე გავიდნენ - არჩევნების შედეგები ცნობილია

08.07.24 10:05
საფრანგეთში მემარცხენეებმა გაიმარჯვეს, ულტრამემრაჯვენეები მესამე ადგილზე გავიდნენ - არჩევნების შედეგები ცნობილია

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია. არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვებული მემრაცხენეების ალიანსია. მეორე ადგილი დაიკავა საპრეზიდენტო ბლოკმა, ხოლო მემარჯვენე პოპულისტური "ნაციონალური გაერთიანება" მესამე ადგილზე გავიდა. 

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მემარცხენე სახალხო ფრონტმა მოიპოვა 182 ადგილი, ემანუელ მაკრონის პროსაპრეზიდენტო ბლოკმა „ერთად“ 168, ხოლო ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენისა და მისი მოკავშირეების ეროვნულმა აგაერთიანებამ - 143.

მემარცხენე ალიანსიდან Invictus France-ის ლიდერმა ჟან-ლუკ მელენშონმა უკვე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის სამართავად ახალი სახალხო ფრონტი უნდა მიიწვიოს.

მაკრონის პარტიის თავმჯდომარემ სტეფან სეჟურნემ განაცხადა, რომ ის მზადაა, იმუშაოს მთავარ პარტიებთან, მაგრამ მელენშონის პოლიტიკურ ძალასთან რაიმე შეთანხმება გამორიცხა.

თავად საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაელოდება, სანამ ახალი პარლამენტი იპოვის რაიმე სახის „სტრუქტურას“, რათა გადაწყვიტოს, რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი.

ოფიციალური შედეგები ძირითადად ეგზიტპოლის შედეგებს დაემთხვა, რომლებიც წინა დღეს გამოქვეყნდა.

შედეგები სენსაციურია, რადგან ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ თუ "ეროვნული ერთობ" აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ მიიღებდა,  პარლამენტში მაინც აბსოლუტური უმრავლესობით იქნებოდა წარმოდგენილი. 

აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში ნაციონალურმა გაერთიანებამ და მათმა თანამოაზრეებმა ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.

მსგავსი სიახლეები