ერთადერთი გზა პუტინის დასარწმუნებლად, რომ ის ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაა - სტოლტენბერგი

მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზა არის პუტინის დარწმუნება, რომ ის ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა. იენ სტოლტენბერგი უკრაინის სამხედრო დახმარების მნიშვნელობაზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.
ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილებები, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რადგან ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. საქმე ისაა, რომ პასუხი ყოველთვის იყო ის, რომ ომის დასრულება ომის წაგება. მაგრამ ეს არ არის მშვიდობა, ეს არის ოკუპაცია. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ მშვიდობა და იქამდე მისასვლელი ერთადერთი გზა არის პრეზიდენტი პუტინის დარწმუნება იმაში, რომ ის ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე, ის უნდა დაჯდეს [მოლაპარაკებების მაგიდასთან] და მიიღოს საკითხის ისეთი გადაწყვეტა, სადაც უკრაინა არის სუვერენული, დამოუკიდებელი ერი ევროპაში და ერთადერთი გზა პუტინის დასარწმუნებლად, რომ ის ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე არის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. ასე რომ, მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა, რომელიც უკრაინისთვის გრძელვადიანი იქნება, მოითხოვს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, - განაცხადა სტოლტენბერგმა.