ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო - მარინ ლე პენი

08.07.24 10:34
ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო - მარინ ლე პენი

ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო, - ასე ეხმიანება საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ულტრა მემარჯვენე მარინ ლე პენი, რომელიც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, პრაქტიკულად, გამარჯვებას ზეიმობდა.

ლე პენის მტკიცებით, პრეზიდენტ მაკრონის სიტუაცია გაუსაძლისია და მას ამის გამო პასუხიგება მაინც მოუწევს. მისი თქმით, საფრანგეთს არარეგულირებადი მიგრაციის და დაუცველობის კიდევ ერთი წელი ელოდება. 

ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო. ხვალინდელი გამარჯვების თესლს დღევანდელ შედეგში ვხედავ. პრეზიდენტ მაკრონის სიტუაცია არის გაუსაძლისი, ამიტომ ამისთვის მას პასუხისგება მოუწევს. საფრანგეთი იქნებ ბლოკირებული სამი ჯგუფის მიერ, რომელსაც ექნება მეტ-ნაკლებად თანაბარი გავლენა ეროვნულ ასამბლეაში. სამწუხაროა, ჩვენი კიდევ ერთი წლით დავმარცხდით, კიდევ ერთი წელი გველოდება არარეგულირებადი იმიგრაციისა, დაუცველობის კიდევ ერთი წელი გველოდება, - განაცხადა მარინ ლე პენმა. 

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია. არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვებული მემრაცხენეების ალიანსია. მეორე ადგილი დაიკავა საპრეზიდენტო ბლოკმა, ხოლო მემარჯვენე პოპულისტური "ნაციონალური გაერთიანება" მესამე ადგილზე გავიდა.  

მსგავსი სიახლეები