რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბა - დაღუპულია სულ მცირე 20 ადამიანი, დარტყმის ობიექტი ბავშვთა საავადმყოფოც გახდა

08.07.24 13:46
რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბა - დაღუპულია სულ მცირე 20 ადამიანი,  დარტყმის ობიექტი ბავშვთა საავადმყოფოც გახდა

რუსულმა ძალებმა უკრაინას კორექტირებადი საავიაციო ბომბებითა და რაკეტებით შეუტიეს, რასაც სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხებზე კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი პოპკო ავრცელებენ.

კიევში, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. ქალაქის მერის თქმით, სარაკეტო დარტყმის ობიექტი ბავშვთა საავადმყოფო გახდა ადგილზე ძებნა-გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს. 

უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა.

პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინას მასობრივად შეუტია.

"სხვადასხვა ქალაქები: კიევი, დნიპრო, კრივი რიჰი, სლოვიანსკი, კრამატორსკი. 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა და ბავშვთა საავადმყოფო", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი სიახლეები