რუსეთმა სრულად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე - ზელენსკი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვაზე

08.07.24 14:47
რუსეთმა სრულად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე - ზელენსკი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვაზე

შეუძლებელია რუსეთმა არ იცოდეს, სად მიფრინავს მისი რაკეტები, სრულად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს.

მისი თქმით, ეს საავადმყოფო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაში და რომ მან ათასობით ბავშვი გადაარჩინა. 

"ახლა საავადმყოფო დაზიანებულია რუსეთის დარტყმის შედეგად. ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან, დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ახლა ყველა გვეხმარება ნამსხვრევების გაწმენდაში: ექიმები, ჩვეულებრივი ხალხი.

შეუძლებელია რუსეთმა არ იცოდეს, სად მიფრინავს მისი რაკეტები და სრულად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე: ხალხის, ბავშვების, ზოგადად კაცობრიობის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ამაზე მსოფლიო არ გაჩუმდეს და ყველამ დაინახოს, რას წარმოადგენს და რას აკეთებს რუსეთი", - დაწერა ზელენსკიმ.

ბოლო ცნობებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, 25 დაშავდა.

მსგავსი სიახლეები