საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუკმაყოფილა

08.07.24 16:26
საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუკმაყოფილა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ მინისტრს გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუკმაყოფილა. ინფორმაციას მაკრონის ოფისი ავრცელებს.

პრეზიდენტმა სთხოვა გაბრიელ ატალს დარჩეს პრემიერ მინისტრი ამ დროისთვის, ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად,- ნათქვამია მაკრონის ოფისის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყნის პრემიერმა პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა. ატალის თქმით, მისმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ამიტომ ის გეგმავს, საფრანგეთის პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართოს.