ზელენსკი ოჰმატდიტის დარტყმის შესახებ: კრემლის ნაბიჭვრები ცინიზმს ავლენენ, ჩვენ ვუპასუხებთ
რუსეთის განცხადებას, თითქოს კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე უკრაინული რაკეტებით დაიბომბა, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი "ცინიკურს" უწოდებს. ვოლოდიმირ ზელენსკი უმძიმეს ფაქტს ემოციური სიტყვით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსკოვი ამაზე პასუხს აუცილებლად აგებს.
„წარმოიდგინეთ, რა ცინიზმს აჩვენებენ კრემლის ნაბიჭვრები იმით, რომ თითქოს „ეს იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვა“ და არა მათი მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმა, რომელშიც ბევრი უკრაინელი ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა. უკრაინა აღადგენს ყველაფერს, რაც დღეს რუსმა ტერორისტებმა გაანადგურეს. უდავოდ, ჩვენ ვუპასუხებთ ამ მონსტრებს, - დასძინა ზელენსკიმ".