რუსების განმეორებითი თავდასხმა კიევზე: სამიზნე ამჯერად სამშობიაროა

08.07.24 17:13
რუსების განმეორებითი თავდასხმა კიევზე: სამიზნე ამჯერად სამშობიაროა

რუსეთმა კიევზე მეორე თავდასხმა განახორციელა - დაზიანდა კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულება. ცნობილია, რომ თავდასხმის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ომბუდსმენის დიმიტრი ლუბინეცის თქმით, განმეორებითი თავდასხმის დროს რუსული რაკეტა სამშობიაროში მოხვდა.

„ახლა ჩვენ ვიცით ოთხი დაღუპულისა და სამი დაშავებულის შესახებ“, - აღნიშნა ლუბინეცმა.

მანამდე რუსული ჭურვი ბავშვთა საავადმყოფოს ონკოლოგიურ და რეანიმაციულ განყოფილებაში ჩამოვარდა. ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილი. 

მსგავსი სიახლეები