სისხლიანი სარაკეტო შეტევა უკრაინაზე - დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა
უკრაინაში რუსული სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი ყოველწუთიერად იზრდება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ Telegram-ზე იტყობინება, 28 ადამიანი დაიღუპა და 112 დაშავდა. მისი თქმით, რუსეთმა დააზიანა 50-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსი, ბიზნეს ცენტრი და ორი სამედიცინო დაწესებულება.
28 ადამიანი დაიღუპა: 11 დნეპროპეტროვსკის ოლქში, 17 - კიევში. დნეპროპეტროვსკის ოლქში დაშავდა 62 ადამიანი, 48 დედაქალაქში, 2 კიევის ოლქში", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი ზემოქმედების ადგილებზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დაშავებულთა რიცხვი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში 66-მდე გაიზარდა.
მათგან 44 ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებშია ჰოსპიტალიზებული. დანარჩენებს დახმარება ადგილზე მგაეწიათ. ოჰმატდიტის საავადმყოფოში ორი ზრდასრული ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა. ერთ-ერთი მათგანი სამედიცინო დაწესებულების ექიმია. ასევე წინასწარი ინფორმაციით, დნეპრის რაიონში ორი ადამიანი დაიღუპა. იქ არიან დაშავებულებიც. დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულების შენობა“, - აღნიშნა მერმა.