პუტინის უკანონო ომში პასუხისმგებელი პირები, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

08.07.24 19:13
პუტინის უკანონო ომში პასუხისმგებელი პირები, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

დიდი ბრიტანეთის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, დეივიდ ლამი უკრაინაში, რუსეთის მასშტაბური იერიშის შედეგად არაერთი მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. 

დეივიდ ლამი სოციალურ ქსელ  X-ზე წერს, რომ უკრაინისადმი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევია.

რუსეთის შეტევა კიევში, ოხმადეტის ბავშვთა საავადმყოფოზე, არის საშინელი თავდასხმა უკრაინელ მოქალაქეებზე. ჩემი ფიქრები ყველა მსხვერპლთან და მათ ახლობლებთანაა. უკრაინისადმი დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უყევია. პუტინის უკანონო ომში პასუხისმგებელი პირები, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ" - წერს დეივიდ ლამი X - ზე. 

ცნობისთვის, დღეს, 8 ივლისს, რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. ოკუპანტებმა კიევში ბავშვა საავადმყოფო, სამშობიარო და სხვა ქალაქები დაბომბეს. დაღულია 20-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავებულია 100-ზე მეტი პირი.  

მსგავსი სიახლეები