საფრანგეთში მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერცერთი პარტია ვეღარ შეძლებს - სამთავრობო გუნდს სამი კოალიცია დააკომპლექტებს

საფრანგეთში მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერცერთი პარტია ვეღარ შეძლებს. სამთავრობო გუნდს სამი კოალიცია დააკომპლექტებს. ასეთია არჩევნების შედეგი. ხმების უმრავლესობა სახალხო ფრონტმა მოიპოვა. მეორე ადგილზე პრეზიდენტ მაკრონის კოალიციაა. მარინ ლე-პენის პარტია კი, რომელსაც გამარჯვების იმედი ჰქონდა, პირველი ადგილის ნაცვლად, მესამეზე გავიდა. არჩევნების შედეგების გამოცხადებას საფრანგეთში არეულობა მოყვა. ქუჩაში ზეიმზე ათი ადამიანი დააკავეს. მედიის ცნობით, მოქალაქეებმა ქალაქის ქუჩებში არეულობის მოწყობა სცადეს და სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.