სტოლტენბერგი: რუსეთი უკრაინაში თავის სასტიკ ომს აგრძელებს, ამ საზარელ თავდასხმებს ვგმობ

08.07.24 23:21
სტოლტენბერგი: რუსეთი უკრაინაში თავის სასტიკ ომს აგრძელებს, ამ საზარელ თავდასხმებს ვგმობ

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო იერიშებს გმობს.

სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ვაშინგტონში, 9-11 ივლისს გასამართ ნატოს სამიტზე, უკრაინის მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

რუსეთი უკრაინაში თავის სასტიკ ომს აგრძელებს. სწორედ დღეს, უკრაინის ქალაქებზე საშინელი სარაკეტო თავდასხმების მოწმენი გავხდით, რომელთა შედეგადაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები დაიღუპნენ. ამ საზარელ თავდასხმებს ვგმობ“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

უმძიმესი ცნობები უკრაინიდან - ამ წუთებშიც ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანა მიმდინარეობს. ოცზე მეტი მოკლული და 100-მდე დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქე. თუმცა ეს ჯერ ბოლო ინფორმაცია არ არის.

ოკუპანტებმა მიწასთან გაასწორეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საავადმყოფო კიევში, სადაც ონკოპაციენტები მკურნალობენ. ახმადტეტის შენობას ჭურვები იმ დროს ესროლეს, როცა ექიმები ბავშვების გადარჩენას ცდილობდნენ.

კადრები, რომელიც კიევიდან ვრცელდება უმძიმესი სანახავია. პუტინმა უკვე მერამდენედ სამხედრო დანაშაული ჩაიდინა და სასიკვდილოდ გაიმეტა მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. კიევის გარდა, საოკუპაციო ძალებმა დაბომბეს უკრაინის სხვა დიდი ქალაქები. ამ მასშტაბურ იერიშამდე რამდენიმე დღით ადრე კი რუსეთის პრეზიდენტთან ჩასული ორბანი დიქტატორს ომის დასრულების საჭიროებაზე ესაუბრებოდა.

მსგავსი სიახლეები