კიევის ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა - დაღუპულთა საბოლოო რიცხვი ცნობილია

09.07.24 14:42
კიევის ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა - დაღუპულთა საბოლოო რიცხვი ცნობილია

კიევში, უკრაინის ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფოს "ოხმატდეტის" ტერიტორიაზე გადაუდებელი სამაშველო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ Telegram-ზე განაცხადა.

რუსეთის თავდასხმის შედეგად ამ ადგილას 2 ადამიანი დაიღუპა, სამედიცინო დახმარება 32 დაშავებულმა ითხოვა. ჰოსპიტალიზებულია 8 ბავშვი, - განაცხადა კლიმენკომ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყვეტი და თავდადებული მუშაობა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.

საერთო ჯამში, ამ დროისთვის კიევში, 8 ივლისს რუსეთის დარტყმების შედეგად დაიღუპა 29 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი, დაშავდა 117 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი, - აღნიშნა კლიმენკომ.

მსგავსი სიახლეები