თეთრი სახლი ზელენსკის და ბაიდენის შეხვედრას აანონსებს

თეთრი სახლი ზელენსკის და ბაიდენის შეხვედრას აანონსებს. შეხვედრა ხუთშაბათს, 11 ივლისს გაიმართება. თეთრი სახლის პრესმდივანის კარინე ჟან-პიერის თქმით, ჯო ბაიდენი ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს უკრაინისადმი ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებს.
პრეზიდენტი ბაიდენი ხუთშაბათს ნაშუადღევს შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, რათა განიხილოს ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი, რადგან ის აგრძელებს თავის დაცვას რუსული აგრესიისგან,- თქვა მან.