ზელენსკი აშშ-ს მოუწოდებს, უკრაინას მისცეს ნებართვა, რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო თვითმფრინავები გაანადგუროს

10.07.24 10:10
ზელენსკი აშშ-ს მოუწოდებს, უკრაინას მისცეს ნებართვა, რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო თვითმფრინავები გაანადგუროს

ზელენსკი იმედოვნებს, რომ შტატები უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო თვითმფრინავების განადგურების საშუალებას მისცემს. განცხადება პრეზიდენტმა რეიგანის საპრეზიდენტო ფონდში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. ისაუბრა  ხარკოვის მაგალითზეც, როდესაც  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ახალი შეტევა შტატების გადაწყვეტილების წყალობით ჩაახშო. საუბარია დასავლური იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმების ნებართვაზე.

მადლობელი ვარ თქვენი, მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის ამ ნებართვისთვის. რუსეთის ეს წინსვლა შეჩერდა. ჩვენ ასევე გავანადგურეთ რუსული სარაკეტო გამშვებები, რომლებიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ურტყამდნენ ხარკოვს ყოველდღიურად. ამან ხარკოვი სარაკეტო დარტყმისგან დაიცვა. წარმოიდგინეთ, რამდენს მივაღწევთ, როცა ყველა შეზღუდვა მოიხსნება. ანალოგიურად, ახლა ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ქალაქები რუსული მართვადი ბომბებისგან, თუ ამერიკის ხელმძღვანელობა გადადგამს ნაბიჯს წინ და საშუალებას მოგვცემს, გავანადგუროთ რუსული სამხედრო თვითმფრინავები მათ ბაზებზე. ეს მყისიერ შედეგს გამოიღებს და ჩვენ ველოდებით ამ ნაბიჯს, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები