უკრაინას შეუძლია და გააჩერებს პუტინს - ბაიდენი

უკრაინას შეუძლია და გააჩერებს პუტინს , - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ვაშინგტონში NATO-ს სამიტზე განაცხადა, რომელიც ორგანიზაციის 75 წლს იუბილეს ეძღვნებოდა.
ჯო ბაიდენმა უკრაინას მეტი მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ NATO ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ამერიკელთა აბსოლუტურ ორპარტიულ უმრავლესობას ესმის, რომ ნატო ჩვენ ყველას უფრო უსაფრთხოს გვხდის. ამერიკელ ხალხს ესმის, რა მოხდებოდა ნატო რომ არ ყოფილიყო. ისტორიის ეს მომენტი ჩვენს კოლექტიურ ძალას ითხოვს. პუტინს უკრაინის სრული დამორჩილება სურს. უნდა, ბოლო მოეღოს უკრაინის დემოკრატიას, გაანადგუროს უკრაინის კულტურა და რუკიდან წაშალოს უკრაინა. პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე. არ შეცდეთ, უკრაინას შეუძლია და უკრაინა გააჩერებს პუტინს. პუტინს არაფერი ნაკლები არ სურს, ვიდრე უკრაინის სრული დამორჩილება. ნატო ახლა არის უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა, - განაცხადა ბაიდენმა.
სამიტის მთავარი თემა სწორედ უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებაა.