NATO-ს სამიტი ვაშინგტონში - საქართველოს საკითხი დღის წესრიგში არ არის

უკვე მეორე დღეს მოსფლიოს 32 ქვეყნის ლიდერები ვაშინგტონში იკრიბებიან. ნატო სამიტის ცენტრალური თემა უკრაინა და რუსეთის აგრესიაა.
მსოფლიო ლიდერები უკვე შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება "შეუქცევადია". CNN-ს ინფორმაციით, პროცესი რომ შეუქცევადია, ეს გარემოება ნატოს კომუნიკეშიც ჩაიწერება, რომელიც საიუბილეო სამიტის შემდეგ გამოქვეყნდება.
ნატოს ლიდერებმა უკრაინასთან მიმართებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. აშშ, გერმანია, ნიდერლანდები და იტალია უკრაინას 5 საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემენ, რათა კიევმა რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს.
ნატო-ს გაფართოებამ ევროპა ისე გააერთიანა, როგორც ადრე წარმოუდგენელი იყო. გზა გაუხსნა ევროკავშირში ინტეგრაციას, მოუტანა მშვიდობა და კეთილდღეობა კონტინენტს. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მრავალი თაობის განმავლობაში უსაფრთხოების ყველაზე დიდი კრიზისია. უკრაინამ უდიდესი სიმამაცე გამოავლინა და ნატო-ს მოკავშირეებმა მას უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუწიეს. ეს არ არის მარტივი, რადგან ჩვენს მხარდაჭერას თან ახლავს ხარჯები და რისკები. რეალობა ისაა, რომ აგრესიულ რუსეთთან არ არსებობს ხარჯის გარეშე ვარიანტები. ომში არ არსებობს რისკის გარეშე ვარიანტები.
ყველაზე მძიმე საფასური და დიდი რისკი იქნება, თუ რუსეთი გაიმარჯვებს. ჩვენ არ შეგვიძლია, ეს დავუშვათ. ეს არა მხოლოდ წაახალისებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ასევე გაამხნევებს სხვა ავტორიტარულ ლიდერებს ირანში, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთში. ისინი მხარს უჭერენ რუსეთის სასტიკ ომს. ასე რომ, ამ ომის შედეგი ჩამოაყალიბებს გლობალურ უსაფრთხოებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში, - განაცხადა იენ სტოლტენბერგმა.
სამიტი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა პრობლემას წარმაოდგენს ის ფაქტი, რომ საქართველოს საკითხი სამიტის დღის წესრიგში არ არის. ამას ნატოს ლიდერების განცხადებებიც ადასტურებს.
აღნიშნულ სამიტზე საქართველოს ილია დარჩიაშილი წარმოადგენს. დარჩიაშილმა გუშინ საღამოს შეხვერა ხავიერ კოლუმინასთან, თუმცა კიდევ რა მაღალი დონის შეხვედრებია დაგეგმილი, ჯერჯერობით უცნობია