ისრაელის სარაკეტო იერიში დევნილთა ბანაკზე - დაღუპულია სულ მცირე 29 პალესტინელი

10.07.24 12:12
ისრაელის სარაკეტო იერიში დევნილთა ბანაკზე - დაღუპულია სულ მცირე 29 პალესტინელი

ისრაელმა დევნილთა ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა - საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 29 პალესტინელი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.

არსებული ცნობებით ირკვევა, რომ ისრაელმა ალ-ავდას სკოლის კარიბჭესთან, ქალაქ აბასან ალ-კაბირას დაარტყა. 

ისრაელის სამხედროების ცნობით, IDF-მა "ზუსტი საბრძოლო მასალა" გამოიყენა, რომლითაც "ჰამასის სამხედრო ფრთის ტერორისტს" უმიზნებდნენ, რომელიც, მათი თქმით,  7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმაში მონაწილეობდა.

მსგავსი სიახლეები