შრი-ლანკაში 100 მილიონი დოლარის ღირებულების საფირონი აღმოაჩინეს

შრი-ლანკაში ჭის ამოთხრის დროს ადგილობრივებმა მსოფლიოში ყველაზე დიდ საფირონს, ნახევარტონიან ზოდს, მიაკვლიეს, რომლის საბაზრო ღირებულება 100 მილიონი აშშ დოლარია.
510 კილოიანი, ანუ 2,5 მილიონ კარატიანი, ძვირფასი თვალი შრი-ლანკის რატნაპურის პროვინციაში იპოვეს - იუწყება BBC. გამოცემის ინფორმაციით, საფირონს მიაკვლიეს ძვირფასი ქვებით მოვაჭრის ეზოში, რომელმაც თავისი ვინაობისა და ადგილმდებარეობის გამხელა არ ისურვა და გადამღებ ჯგუფს გაეცნო, როგორც მისტერ გემიჯი. მან მხოლოდ ის გააცხადა, რომ მუშები ჭას თხრიდნენ და უზარმაზარი ქვა იპოვეს.
,,მისტერ გემიჯმა" ნაპოვნის შესახებ დაუყონებლივ შეატყობინა ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა სპეციალისტებს დიდი დრო დასჭირდათ, გაეწმინდათ ძვირფასი ქვა სხვადასხვა მინარევისგან. გაირკვა, რომ ნაპოვნი ნამდვილად მაღალხარისხიანი საფირონია.
ნაპოვნ ძვირფას ქვას უკვე სახელიც შეარქვეს serendipity, რაც ინგლისურიდან თარგმით ინტუიციას, ან ბედნიერ შემთხვევას ნიშნავს. თუმცა ეს სიტყვა წარმოიშვა შრი-ლანკის არაბული დასახელება ,,სერენდიბიდან" წარმოიშვა.
ასეთი დიდი ეგზემპლარი არასდროს მინახავს. სავარაუდოდ, ის დაახლოებით 400 წლის წინ წარმოიქმნა.- განაცხადა ჰემოლოგმა ჰამინ ზოისამ.