ლონდონში BBC-ის ჟურნალისტის ცოლი და ორი შვილი მოკლეს
ჩრდილოეთ ლონდონში, სამშაბათს საღამოს, BBC-ის ჟურნალისტის ჯონ ჰანტის ცოლი და ორი შვილი მოკლეს.
პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, როგორც 26 წლის კაილ კლიფორდი და მისი ძებნა მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ სამმაგი მკვლელობის დროს არბალეტი გამოიყენეს.